"ინტერმა" "მილანი" იკარდის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-9 ტურში "ინტერმა" "მილანი" 1:0 დაამარცხა.

მადონინა არ გამოდგა თვალსასეირო, ბევრი იყო ბრძოლა და ცოტა სახიფათო მომენტები. თითქოს გუნდები უნდა დაზავებულიყვნენ, მაგრამ კომპენსირებულ დროში ვესინოს მიერ ჩაწოდებულ ბურთზე იკარდიმ მუსაკოს და რომანიოლის დაასწრო და დონარუმას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

იკარდიმ მილანურ დერბიში მეხუთე გოლი გაიტანა, რაც 1966 წელს "მილანის" ფორვარდის ამარილდოს დამყარებული რეკორდის გამეორებაა.

ამ მატჩის 30-ე წუთზე კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო "ინტერის" ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა და შეცვალეს.

ნერიაძური 19 ქულით მესამე ადგილზეა, როსონერი კი
12 ქულით მეთორმეტეზე, ოღონდ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ინტერმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - მილანი 1:0
გოლი: იკარდი (90+2)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, ვრსალკო, შკრინიაკი, დე ვრეი, ასამოა, ვესინო, ბროზოვიჩი, პოლიტანო (კანდრევა 82), ნაინგოლანი (ვალერო 30), პერიშიჩი (კეიტა 70), იკარდი

მილანი: დონარუმა, კალაბრია (აბატე 90+2), მუსაკო, რომანიოლი, როდრიგესი, კესიე (ბაკაიოკო 84), ბილია, ბონავენტურა, სუსო, იგუაინი, ჩალჰანოღლუ (კუტრონე 74)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული