კვლავ კვარაცხელია-დემბელე-ბარკოლა - ძალების აღდგენა რომ მოასწრონ...

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტური ადრე დაიწყება, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (ლილი პირდაპირ მერვედფინალშია) მონაწილეებს ძალების აღსადგენად მეტი დრო ჰქონდეთ. 7 თებერვალს ტურს "ბრესტი" გახსნის, თბილისის დროით 23:59 საათზე (ჩვენი დრო) კი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "მონაკოს" "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) უმასპინძლებს.

ეს გუნდები პირველი წრის ეგიდით ერთმანეთს 19 დეკემბერს შეხვდნენ, 5 იანვარს სუპერთასი გაითამაშეს და პარიზულ კლუბს ამ შეხვედრებშიც და ზოგადადაც, შიდა არენაზე ძალიან დამაჯერებელი პერიოდი აქვს - 20 მატჩში 50 ქულა მათ გარდა ისტორიაში მხოლოდ "ლიონს" მოუპოვებია; ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლო
40 საშინაო დაპირისპირებოდან 38-ში გაიტანა; უკანასკნელ 13 მატჩში 36 შედეგიანი დარტყმა აქვთ; უშალო კონკურენტ "მარსელთან" სხვაობა 10 ქულაა.

პსჟ ისტორიაში ყველაზე ხშირად სწორედ "მონაკოს" შეხვდა - 113. უახლოესი მეტოქე ერთადერთია,  პარიზელები 40-ზე მეტ მატჩში (48) რომ დაამარცხა, დედაქალაქში ბოლო 13 სტუმრობიდან კი 12-ში გაიტანა. ჰუტერის გუნდმა გასვლით მატჩებში ძალიან სუსტია და ჩემპიონატში სტუმრად ბოლოს ოქტომებრში გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილის "შტურმიდან" შეძენილმა, 21 წლის დანიელმა, მიკა ბირითმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდი "მარსელს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ორი შედეგიანი პასის მიუხედავად, ემბოლო სათადარიგო უნდა იყოს. არ იქნება სინგო, რომელმაც მეკარე დონარუმას სახე დაუზიანა.

ჟოაო ნევეში მომჯობინდა

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მესამე შეხვედრაში (ერთი საგოლე პასი) კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ველით. ჟოაო ნევეში მომჯობინდა და იმედია, ნახევარმცველი მანამდე არსებულ ფორმას დაიბრუნებს. დემბელეს ბოლო 8 შეხვედრაში 14 გოლი აქვს, ბარკოლას შვიდში - 10.

მთავარი მსაკი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი, კლემენტ ტურპინი იქნება.

ექვსეულისთვის მებრძოლი გიორგი მიქაუტაძის (4 გოლი, 1 საგოლე პასი) "ლიონი" "რეიმსს" კვირას, 9 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუხვდება, ხოლო, გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად, ზურიკო დავითაშვილის (7 გოლი, 2 შედეგიანი პასი) "სენტ ეტიენი" შაბათს ღამით (ჩვენი დროით კვირას, 00:05 სთ-ზე) ერთი საფეხურით ზემოთ მყოფ "რენს" უმასპინძლებს.

altრა არის კვარაცხელიას საუკეთესო მხარე - თავის ფეხბურთს არ კლავს, ამრავალფეროვნებს...

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვარას და ბუდუს ახალ კლუბებში აუცილებლად სჭირდებათ გოლები!
სოსო
13:40 06-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული