მილანის "ინტერის" პრეზიდენტი 26 წლის ჩინელი მილიარდერი გახდა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ახალი პრეზიდენტი 26 წლის ჩინელი მილიარდერი სტივენ ჟანგი გახდა, რომელმაც ინდონეზიელი ერიკ ტოჰირი შეცვალა.

"ნერაძურის" ახალი პრეზიდენტი "ინტერის" მმართველი კომპანიის მფლობელის, ჟანგ ჯინდონგის შვილია.

როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ხავიერ ძანეტის და გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე ალესანდრო ანტონელოს დატოვებს.

მას შემდეგ, რაც "ინტერის" მართვის სადავეები ჩინელი ბიზნესმენების ხელში გადავიდა, იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოახერხა.

ჟანგი მილანური კლუბის ისტორიაში 21-ე პრეზიდენტი იქნება.

alt"ინტერმა" "მილანი" იკარდის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა [VIDEO]


მომზადებულია Espn.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული