"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ექსფორვარდს, 38 წლის ვინჩენცო იაკვინტას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2015 წლის დეკემბერში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და კალაბრიის მაფიოზური დაჯგუფების "ნდრანგეტასთვის" დახმარების მცდელობისთვის წაუყენეს.
პროკურორმა ფეხბურთელისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, მისი მამისთვის კი 19-წლიანი პატიმრობა.
ადრე 140 ადამიანი მაფიოზურ დაჯგუფებასთან კავშირისთვის გასამართლდა ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან პროცესზე.
სასამართლომ ვინჩენცო იარაღის უკანონოდ შენახვაში სცნო დამნაშავედ, ხოლო "ნდრანგეტასთვის" დახმარების მცდელობის ბრალდება მოუხსნეს. მისი მამა ჯუზეპე კი მაფიასთან კავშირში დამნაშავედ სცნეს და 19 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
"იუვენტუსის" ყოფილ თავდამსხმელს, იაკვინტას მაფიასთან კავშირისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება