"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ლოს ანჟელეს "გალაქსის" ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" დაბრუნებას გეგმავს.
არაა გამორიცხული, ზლატანი კონტრაქტის გასაფორმებლად იტალიაში ამ თვის დასასრულს ჩავიდეს.
როსონერი მას ექვსთვიან კონტრაქტს სთავაზობს, თავად კი წელიწადნახევრიანი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს.
თუ მხარეები შეთანხმდნენ, "მილანი" იბრას სეზონში 1.5 მილიონ ევროს გადაუხდის, დანარჩენ თანხას კი სპონსორები დაუფარავენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩი კარიერას ინგლისში ან ესპანეთში გააგრძელებდა.
იბრაჰიმოვიჩი ცეკვავს, ხუმრობს და პუბლიკას ართობს [VIDEO]
"რეალი" იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე ამუშავდა - დაბრუნდება ზლატანი ესპანეთში?