დიდი მექალთანე მასიმილიანო ალეგრი ქორწინდება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" 51 წლის მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჯვარს იფსკნის. ქორწილის დღეცაა დანიშნული - 2019 წლის 19 ივნისი.

მისი რჩეული 41 წლის მსახიობი, წამყვანი და მომღერალი ამბრა ანოლინია.

უკვე დაიწყო ქორწილისთვის სამზადისი, ნეფე-პატარძალმა სტუმრების სიაც შეადგინა.

ისინი კარგა ხანია ერთად ცხოვრობენ და გუშინ ტურინში მაღაზიებში საყიდლებზე იყვნენ. ორივენი მშვენიერ ხასიათზე გახლდნენ და ამბრამ რეპორტიორებს არ დაუმალა, რომ ძალიან ბედნიერია.

"დიახ, მე მიყვარს მაკსი. უკვე დამნიშნა. ნახეთ ჩემი ბეჭედი. მან გამაბედნიერა. გახარებული ვარ".

ალეგრი მაგარი მექალთანეა, რამდენიმეჯერ იყო დაქორწინებული და ცნობილ მოდელებთან ბარბარა
დ'ურსოსთან, გლორია პატრიცისთან და სხვებთან ჰქონდა სასიყვარულო ისტორიები.

მაგრამ - როგორც დიდი პოეტი ბრძანებს: მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...

ვითომ უკანასკნელია?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული