"გამიხარდება, თუ ჩემსავით მიიღებს ახალ გამოწვევას" - რონალდო მესის იტალიაში ეპატიჟება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესის იტალიაში ეპატიჟება.

პორტუგალიელის თქმით, ლიონელს "ბარსელონაში" წლების გატარების შემდეგ ახალი გამოწვევა ესაჭიროება.

"მე ვითამაშე ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ეროვნულ ნაკრებში, ის კი ისევ ესპანეთშია. ალბათ, ლიონელს მეტი სჭირდება. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა და ეს მომწონს. მიყვარს, როდესაც ხალხს ვაბედნიერებ. გამიხარდება, თუ ის ერთ დღეს იტალიაში გადმოვა და ჩემსავით მიიღებს ახალ გამოწვევას, თუმცა, თუ იქ ბედნიერია, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ლიონელი ფანტასტიკური ფეხბურთელი და კარგი ბიჭია, მე კი აქ არაფერი მაკლია, ეს ჩემი ახალი ცხოვრებაა და
ბედნიერი ვარ" - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ Gazzetta dello Sport-თან.

კრიშტიანო რონალდომ "იუვენტუსის" რიგებში სერია ა-ში 11 გოლი გაიტანა. იტალიურ გრანდში ის მადრიდის "რეალიდან" გასულ ზაფხულში გადაბარგდა.

altიბრაჰიმოვიჩი: მესის "ოქროს ბურთისთვის" რონალდო კი არა პერესი ებრძოდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
საუკეთესოები ხართ მსოფლიოში. არ აქვს მნიშვნელობა ერთი იტალიაში თუ ითამაშებს და მეორეესპანეთში თქვენდონემდე ვერავინ ვერ მიაღწევს და იმედია კიდევდიდხანს გაგრძელდება თქვენი ერა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული