"ტორინოსთან" მატჩის წინ "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იუწყა, რომ თავდამსხმელ რონალდოს ერთ-ერთ მომავალ შეხვედრაში დაასვენებს.
"მომავალი სამი თამაშიდან რონალდო ერთ-ერთს გამოტოვებს - "რომასთან", "ატალანტასთან" ან "სამპდორიასთან. ამის თაობაზე მას უკვე ვაცნობე", - განუცხადა ალეგრიმ Football Italia-ს.
რონალდო ამ სეზონში "იუვეს" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში 15 მატჩი (მათ შორის 14 შეუცვლელად) ჩაატარა - 1350 წუთიდან 1340.