"ტუტოსპორტის" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო შეიძლება 26 დეკემბერს სერია A-ს მე-18 ტურის მატჩში "ატალანტასთან" სათადარიგო იყოს.
"იუვეს" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ ერთ-ერთ უახლოეს შეხვედრაში კრიშტიანოს დაასვენებს.
სავარაუდოდ პორტუგალიელი ბერგამოელებთან მატჩში სათადარიგო იქნება და შეცვლაზე შევა. ის შეხვედრის გამოტოვებას არ აპირებს, რადგან გოლების გატანა სურს.
შეგახსენებთ, ბომბარდირთა დავაში ის "ჯენოას" პოლონელ თავდამსხმელს კშიშტოფ პიონტეკს ჩამორჩება.