"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში სტუმრად "იუვენტუსთან" წაგებულ მატჩზე (1:2) კომენტარი "სამპდორიას" მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ გააკეთა.

"ბევრი გუნდი აქ წინასწარაა წაგებას შეგუებული. თამაში კარგად დავიწყეთ. მეტოქეს დიდი პატივისცემით არ მოვეპყარით. ჩემი გუნდი მომეწონა. მორალური თვალსაზრისით ჩემთვის შეხვედრა 2:2 დასრულდა.

რაც შეეეხება VAR-ს, ჩვენს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი "იუვენტუსისთვის" გაკეთებულ საჩუქარს ჰგავდა. ამისათვის პენალტის დადება აბსურდია. საპონარამ კი ლამაზი გოლი გაიტანა და მსაჯს არ უნდა გაეუქმებინა.

"იუვენტუსმა" რომ ერთხელ სახლში მატჩი ფრედ დაასრულოს, არაფერი არ მოხდება. კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ეს
ალბათ, მსჯელობის საგანი გახდება, თუმცა მე გაზეთებს არ ვკითხულობ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული