30 იანვარს, იტალიის თასის 1/4 ფინალში "ფიორენტინამ" "რომა" გაანადგურა 7:1 და ნახევარფინალში "იუვენტუსისა" და "ატალანტას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
მატჩის 72-ე წუთზე ნერვებმა უმტყუნა "რომას" თავდამსხმელ ედინ ჯეკოს, რომელმაც მსაჯს შეაფურთხა და გააძევეს.
ფლორენცია. "არტემიო ფრანკი"
ფიორენტინა - რომა 7:1
გოლები: 1:0 კიეზა (7), 2:0 კიეზა (18), 2:1 კოლაროვი (28), 3:1 მურიელი (33), 4:1 ბენასი (66), 5:1 კიეზა (74), 6:1 სიმეონე (79), 7:1 სიმეონე (89)
გაძევება: ჯეკო (72)
ნამატჩევს "რომას" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ განაცხადა, რომ ეს კოშმარი იყო, საჭირო ზომებს მიიღებს და არავითარ შემთხვევაში არ გადადგება.