"იუვენტუსმა" "ფროზინონე" დაამარცხა და "ნაპოლის" 14 ქულით გაექცა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 თებერვალს, სერია A-ს 24-ე ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე ადვილად მოუგო აუტსაიდერ "ფროზინონეს" 3:0.

"იუვენტუსს" 66 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "ნაპოლის" 14 ქულით უსწრებს, რომელიც 17 თებერვალს "ტორინოს" უმასპინძლებს.

ისევ გაიტანა გოლი რონალდომ, რომელიც 19 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ის 63-ე წუთზე შეცვალეს.

"იუვეს" ქვეყნის პირველობაზე ბოლო 24 მატჩიდან არც ერთი არ წაუგია.

ბიანკონერის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან.

ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - ფროზინონე 3:0
გოლები: 1:0 დიბალა
(6), 2:0 ბონუჩი (17), 3:0 რონალდო (63)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული