"ბოლონიასთან" მატჩში "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ ტრავმა მიიღო.
მას კოჭ-წვივის ტრავმა აქვს და დღეს ნახევარმცველ დუგლას კოსტასთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
3 მარტს "იუვე" იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ნაპოლის" ხვდება და შეიძლება რონალდომ ვერ ითამაშოს.
მან იტალიის მიმდინარე პირველობის 25 მატჩში 19 გოლი გაიტანა (5 პენალტით) და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.