"მილანის" სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უხვგოლიანი და ძალიან ემოციური მილანური დერბის დროს "მილანის" სათადარიგოთა სკამზე არანაკლებად საინტერესო ამბები ხდებოდა - ერთმანეთს ფრანკ კესიე და ლუკას ბიგლია დაუპირისპირდნენ.

მილანელთა თავკაცმა ჯენარო გატუზომ არგენტინელ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა, კესიე კი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, 69-ე წუთზე კი ის ანდრეა კონტიმ შეცვალა.

ცვლილების შემდეგ აფრიკელი გაბრაზებული ჩანდა, ამ დროს კი ბიგლიამ მას რაღაც უთხრა. კესიეს მხრიდან ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ინაციო აბატემ, რიკარდო როდრიგესმა და ფაბიო ბორინიმ თანაგუნდელების გაშველება შეძლეს.

მატჩის დასრულების შემდეგ კესიემ და ბიგლიამ
პრესასთან ერთობლივი კომენტარი გააკეთეს.

"ეს ადრენალინია, მატჩის დროს ასე ხდება ხოლმე. მე მოედნის დატოვებით იმედგაცრუებული ვიყავი, გუნდისთვის მეტის გაკეთება მსურდა. მე ლუკასს შევხედე და ეს შეცდომა იყო. ამის შემდეგ მე მას ბოდიში მოვუხადე.

ის ჩემზე უფროსია, მისგან სწავლა მმართებს. ძალიან ვწუხვარ", - განაცხადა კესიემ.

"ფრანკმა იცის, მე რაც ვუთხარი. მოგვიანებით ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ. ყველას გვსურს გამარჯვების მიღწევა, თუმცა ყველას დასანახად ასეთი რამის გაკეთება დაუშვებელია. შესაძლოა, ეს გასახდელისთვის უნდა შემოგვენახა.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა. ძალიან მრცხვენია. თანაგუნდელებს და პირადად მწვრთნელს ბოდიში მოვუხადე.

ეს ის არაა, რაც ჩვენ გვსურდა. შევარცხვინეთ კლუბი, რომელსაც წარმოვადგენთ. ასეთი რამ აღარ განმეორდება", - განაცხადა ბიგლიამ.

შეგახსენებთ, რომ მილანურ დერბიში "მილანი" "ინტერთან" 2:3 დამარცხდა.

მომზადებულია Football-Italia.net-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბილია.
მენტორი
16:24 18-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული