დანიელ მალდინი იტალიის U18 ნაკრებში - ვოცნებობ, მთავარ ნაკრებში მოვხვდე, სადაც მამას და ბაბუას უთამაშიათ

AutoSharing Option
იტალიის 18-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს "მილანის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი დანიელ მალდინი, რომელიც პაოლო მალდინის ვაჟი და ჩეზარე მალდინის შვილიშვილია.

"მიხარია იტალიის ნაკრებში მოხვედრა. "აძურის" მაისურის მორგება ჩემთვის დიდი პატივია. ვოცნებობ, მომავალში მთავარ ნაკრებში მოვხვდე, რომლის ღირსებასაც მამა და ბაბუა იცავდნენ.

მამაჩემი ყოველთვის მეხმარება და რჩევებს მაძლევს. მეუბნება, რომ მოედანზეც და მის მიღმაც მოკრძალებული უნდა ვიყო.

ჩემი პოზიცია? შეტევაში ვთამაშობ - შემტევ ნახევარმცველად ან "ათ ნომრად", რომელიც გოლების გატანაზეა დაგეშილი.

ჩემი ძლიერი მხარეებია ბურთთან რაც შეიძლება ნაკლები შეხების გამოყენება, სტან
დარტულების შესრულება და მოვლენების განვითარების წინასწარი განსაზღვრა", - განაცხადა 17 წლის დანიელ მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ დანიელი იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, პაოლო მალდინი-უმცროსის ვაჟია. უფროსი - 22 წლის კრისტიანი სერია С-ს კლუბ "ფანოში" ასპარეზობს.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული