ალესანდრო დელ პიერო: რონალდო "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიძინა - გეგმა მუშაობს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ იმაზე ისაუბრა, თუ რა მიზნით შეიძინა ტურინულმა კლუბმა თავდამსხმელი რონალდო.

"ატლეტიკოსთან" ჩვენი ფეხბურთელები განუმეორებელნი იყვნენ. თუმცა, ვინც "იუვენტუსს" იცნობს, ეს არ გაკვირვებია. იდეალურად თამაში იყო საჭირო და მეტოქე უბრალოდ დაიკარგა.

ეს "იუვენტუსი" ისტორიას წერს და ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. რონალდო ამისათვის შეიძინეს და თუ ამ სეზონში ეს ვერ მოახერხეს, აუცილებლად წარუმატებლობად ჩაითვლება.

პროექტი რონალდოსთან ერთად ტურნირის მოგებაა, მისი კონტრაქტი კი რამდენიმე წლიანია. ასე რომ, დრო არის. რა თქმა უნდა, უკეთესია ადრე მოიგონ.

"იუვენტუსი"
ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, მაგრამ "აიაქსთან" რთული მატჩები ელის. მაგრად გაუსწორდნენ "რეალს".

რონალდო ჩემპიონია, რომელიც ყველგან იმარჯვებს და იცის, როგორ ჩაატაროს ასეთი შეხვედრები. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიძინეს და ჯერჯერობით გეგმა შესანიშნავად მუშაობს", - განუცხადა დელ პიერომ "მარკას".



მკითხველის კომენტარები / 3 /
კრიშტიანოს უამრავი ბიზნესი აქვს,ულამაზეს ცნობილ ქალებთან გულაობდა.რომ არა მესის ფაქტორი შეიძლება ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა.მაგრამ გადაწყვიტა მესისთვის ოქროს ბურთებში გაესწრო და იმდენი იშრომა რომ ბოლო ოთხ წელიწადში დაეწია და შარშან ცოტა დააკლდა რომ გაესწრო.ახლაც რომ უყურებ 34 წლის კაცს ყველაზე ახალგაზრდულად გამოიყურება და ყველაზე სწრაფია.სწორედ ამ ორი მაგარი კაცის გამოა დღეს ფეხბურთი ასეთი მიმზიდველი.
ჩემი აზრით.........
25 მარტი 2019 14:41
1
იუვენტუსის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რონალდოს გამარჯვება მაგრად გამეხარდება...დამესიეთ მესისტებო, გენიოსებზე ლაპარაკი არაა, ფეხბურთელზეა.
emigranti
25 მარტი 2019 02:14
2
მესისტი ვარ მაგრამ არავინარ გესევა ყველასაქვს საკუტარი აზრის გამოხატვის უფლებაან რა არსრის თQვენს ნათქვამში თYუილი :)) რაც შEეხება რონალდოს უძლიერესი ფეხბურთEლია და ვამაყობ რომ მესის და მის ეპოქაში ვცხოვრობ :** საუკეთEსოები
T.k
25 მარტი 2019 08:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული