"იუვენტუსში" ტრავმების ეპიდემიაა.
სერია A-ს 30-ე ტურში "კალიარისთან" მატჩში "იუვეს" პერინი, სპინაცოლა, მანჯუკიჩი, დიბალა, ბარძალი, კუადრადო, ჰედირა, დუგლას კოსტა და რონალდო ვერ დაეხმარებიან.
შემადგენლობის შესავსებად მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დუბლებიდან კასტანოსს, კავილიას და მავიდიდის უხმო.
"კალიარისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა 2 აპრილს გაიმართება.
ბიანკონერი 78 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "ნაპოლის" 15 ქულით უსწრებს.