3 აპრილს, სერია A-ს 30-ე ტურში "ინტერმა" გასვლაზე 4:0 დაამარცხა "ჯენოა".
მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია 39-ე წუთზე რომეროს გაძევებამ. სტუმართა გუნდმა ეს შეხვედრა შესანიშნავად კი ჩაატარა, მაგრამ რომ არა მასპინძელთა კაცნაკლულად დარჩენა, ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვება გაუჭირდებოდა.
9 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა ნერიაძურის თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. თუმცა, მის მიერ გატანილი გოლი ტიფოზებმა არ აღნიშნეს.
ის მე-80 წუთზე შეცვალეს.
"ინტერი" 56 ქულით მესამე ადგილზეა და 7 აპრილს "ატალანტას" უმასპინძლებს.
გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
ჯენოა - ინტერი 0:4
გოლები: 0:1 გალიარდინი (15), 0:2 იკარდი (40, პენ), 0:3 პერიშიჩი (54), 0:4 გალიარდინი (80)
გაძევება: რომერო (39, ჯენოა)