სერია A. XXXI ტურის წინ: ლიდერი "იუვენტუსი" ცუდ დღეში მყოფ "მილანს" ელოდება

AutoSharing Option
ამ ტურში მთავარი მატჩი "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის გაიმართება. როცა იტალიური ფეხბურთის ორი გრანდი ხვდება ერთმანეთს, ეს ყოველთვის ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ინტერესი არც ამ შეხვედრას აკლია.

ბოლო დროს იტალიურ ფეხბურთში "იუვე" დომინირებს. სადაც კი შეხვდა "ბებერი ქალბატონი" თავისათვის ოდინდელ პრინციპულ მოწინააღმდეგეს, ყველგან მოახერხა მისი დამარცხება. ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამჯერად.

ზედმეტია იმის თქმა, რომ ფავორიტი ახლაც "იუვენტუსია". რა შემადგენლობითაც უნდა თამაშობდეს ტურინული კლუბი, ის მაინც ნებისმიერ შეხვედრაში ფავორიტია. მით უმეტეს, ტურინელთა ახალი ლიდერები გვარიანი ბიჭები ჩანან. მაგალითად,
მოიზეს კინი, ვისაც ჯერ კიდევ თბილისში, ჭაბუკთა ევროშესარჩევისას ეტყობოდა დიდი ფეხბურთელობა და ამაზე ვწერდით კიდეც.

"მილანი" ცუდ დღეშია. ჯერ ერთი, გუნდს რეალურად ემუქრება იმის საფრთხე, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს. მეორეც, თუ სასწაული არ მოხდა, "იუვენტუსთან" შეხვედრა უნდა გამოტოვონ ჯანლუიჯი დონარუმამ და ლუკას პაკეტამ, რომლებიც "უდინეზესთან" შუა კვირის მატჩში (1:1) დაშავდნენ. ეს ჯენარო გატუზოს გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

ისმის ვარაუდი, რომ თუ ამ შეხვედრაშიც წარუმატებლად ითამაშა "როსონერიმ", შესაძლოა, დადგეს გატუზოს პასუხისმგებლობის საკითხი. მას მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას უსახავენ.

სწორედ ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ორი გუნდი შეხვედება ერთმანეთს მილანში. "ინტერი" საშინაო ასპარეზზე დაუხვდება "ატალანტას". რა გასაკვირია, რომ "ნერაძური" რევანშის წყურვილით იწვის. საქმე ისაა, რომ ბოლო შეხვედრაში "ატალანტამ" მეტად პრინციპულ მოწინააღმდეგეს 4:1 მოუგო.

"ლაციოს" კარგი შანსი ეძლევა, მორიგი ნაბიჯი გადადგას ლიგის სანუკვარი საგზურისკენ. სიმონე ინძაგის გაწვრთნილი გუნდი საშინაო ასპარეზზე ეთამაშება "სასუოლოს" და ამ შეხვედრაში უდავო ფავორიტადაც ითვლება. რაც მთავარია, გუნდმა მიაღწია ერთგვარ სტაბილურობას.

"ლაციო" ახლა შედარებით უკეთესია (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ
აუტსაიდერ სპალ-თან უპატიებელი თამაში წააგო), ვიდრე მისი მთავარი მტერი - "რომა".

"ნაპოლის" მოტივაცია აღარ აქვს. ამის მიუხედავად, მაინც ფავორიტად უნდა ჩავთვალოთ "ჯენოასთან" შეხვედრაში. "რომას" რთული გასვლა ელოდება გენუაში, სადაც "სამპდორიასთან" ითამაშებს. ფავორიტის გამორჩევა ამ თამაშში ძალიან რთულია, მაგრამ მცირე უპირატესობა ალბათ მაინც მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ. "რომას" რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება.

ფაქტები
  • "პარმამ" ბოლო შეხვედრაში შეძლო "ტორინოს" დამარცხება.
  • "იუვენტუსმა" ყველა ფრონტზე ბოლო 7 შეხვედრა მოუგო "მილანს".
  • "რომამ" ბოლო შეხვედრაში 4:1 აჯობა "სამპდორიას".
  • "ფიორენტინასა" და "ფროზინონეს" ბოლო 2 მატჩი ფრე დასრულდა.
  • "კალიარისა" და სპალ-ის უკანასკნელ დაპირისპირებაში ფრე აღინიშნა.
  • "ემპოლიმ" ბოლო 2 მატჩში აჯობა "უდინეზეს".
  • "ატალანტამ" ბოლო დაპირისპირება 4:1 მოუგო "ინტერს".
  • "ლაციოსა" და "სასუოლოს" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სერია A. XXXI ტური
შაბათი, 6 აპრილი
პარმა-ტორინო 17:00
იუვენტუსი-მილანი 20:00
სამპდორია-რომა 22:30

კვირა, 7 აპრილი
ფიორენტინა-ფროზინონე 14:30
კალიარი-სპალ 17:00
უდინეზე-ემპოლი 17:00
ინტერი-ატალანტა 20:00
ლაციო-სასუოლო 20:00
ნაპოლი-ჯენოა 22:30

ორშაბათი, 8 აპრილი
ბოლონია-კიევო 22:30

ბომბარდირები: 21 - კვალიარელა (სამპდორია); 20 - პიონტეკი (ჯენოა/მილანი), დ. საპატა (ატალანტა); 19 - რონალდო (იუვენტუსი); 16 - მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი დაბრუნდი მილან
Gu
06 აპრილი 2019 12:42
1
მეც მინდა მილანის დაბრუნება, მარა მირჩევნია ლიგის გარეშე დარჩეს და გატუზო გაუშვან ვიდრე ლიგაზე მოხვდეს და გატუზო დატოვონ.
Kkk
06 აპრილი 2019 17:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული