ფოტო: bbc.co.uk
მომდევნო სეზონში "მილანი", შესაძლოა, მაურისიო პოჩეტინოს ჩააბარონ. ამის შესახებ გამოცემა Mirror წერს.
გასულ თვეებში ლონდონის "ტოტენჰემის" არგენტინელი თავკაცის მომავალს მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ, თუმცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზინედინ ზიდანი, "ოლდ ტრაფორდზე" კი ოლე-გუნარ სოლსკიაერი იმუშავებს.
გამოცემის ინფორმაციით, "მილანი", რომელიც სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ჯენარო გატუზოს შემცვლელად სწორედ პოჩეტინოს დაასახელებს და მას მსუყე სატრანსფერო ბიუჯეტსაც გამოუყოფს.
შეგახსენებთ, რომ "მილანი" ტურინის "იუვენტუსთან" დამარცხდა (1:2) და სერია A-ს დასრულებამდე 7 ტურით ადრე 52 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. პირველი ორი პოზიცია
ტურინის "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" უკავით, ჩემპიონთა ლიგის კიდევ საგზურისთვის კი "მილანის" გარდა "ინტერი", "ატალანტა", "რომა", "ტორინო" და "ლაციო" იბრძვიან.