ანტონიო კონტე მილანის "ინტერისგან" ხელფასის სახით 10 მლნ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
მილანის "ინტერს" გუნდში "ჩელსისა" და "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეს მოყვანა უნდა.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. "ინტერის" მხარეს  გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა და პრეზიდენტი სტივენ ჩანი წამოადგენენ.

კონტემ მილანელებისგან ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო მოითხოვა.

სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი - მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. "ინტერის" ამჟამინდელი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტის ხელფასი 4.5 მილიონი ევროა.

კონტე მშვენივრად აანალიზებს, თუ რამხელა მოთხოვნაა მასზე. მას აქვს "მილანის" ვარიანტიც, თუმცა ამ ეტაპზე "ინტერის" ჩაბარება უფრო რეალურია.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული