მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. "ინტერის" მხარეს გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა და პრეზიდენტი სტივენ ჩანი წამოადგენენ.
კონტემ მილანელებისგან ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონი ევრო მოითხოვა.
სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი - მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. "ინტერის" ამჟამინდელი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტის ხელფასი 4.5 მილიონი ევროა.
კონტე მშვენივრად აანალიზებს, თუ რამხელა მოთხოვნაა მასზე. მას აქვს "მილანის" ვარიანტიც, თუმცა ამ ეტაპზე "ინტერის" ჩაბარება უფრო რეალურია.