ESPN: დიეგო გოდინი მილანის "ინტერში" გადავა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი დიეგო გოდინი მილანის "ინტერში" გადავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ურუგვაელი მადრიდული კლუბის დატოვებას აპირებს და "შავ-ლურჯებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

33 წლის მცველის მიმართ ინტერესს ასევე ტურინის "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ.

გოდინი მადრიდულ კლუბში 2010 წლიდან ასპარეზობს. ამ ხნის განმავლობაში მან ლა ლიგაში 271 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული