"იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის პირველობაზე "სპალთან" გასვლითი მატჩის წინ თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" განმეორებითი შეხვედრის წინ რიგ წამყვან ფეხბურთელებს დაასვენებს.
"დღევანდელი ვარჯიში უნდა შევაფასო, მაგრამ ბევრ ფეხბურთელს დავასვენებ. ზოგიერთს დასვენება სჭირდება. ეს შესაძლოა, ახალგაზრდებისთვის თავის გამოჩენის შანსი იყოს.
ვერ გავრისკავ და რონალდოს ვერ ვათამაშებ, აზრი არა აქვს. ბონუჩის ტრავმა არა აქვს, მაგრამ არც მას არ ვათამაშებ".