Sport.es: კრიშტიანო რონალდო იმედგაცრუებულია და მზადაა, "იუვენტუსი" დატოვოს

AutoSharing Option
Sport.es-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, "იუვენტუსიდან" კონტრაქტის ვადის (2022 წლამდე) ამოწურვამდე წავიდეს.

როგორც გამოცემა იტყობინება, რონალდო ძალიან იმედგაცრუებული იყო ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო და მზადაა, კლუბი 2020 წლის ზაფხულში დატოვოს.

"იუვენტუსს" კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა, რომელთან ერთადაც ბოლო 5 წელში ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო და წელს, ბოლო 8 სეზონში პირველად, არ ითამაშებს აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალში.

altრონალდოს დედა: ჩემმა შვილმა მითხრა, რომ სასწაულმოქმედი არაა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ბარსას და მესის ფანი ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ კრიშტიანო გულით შემეცოდა, რომ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, არ ვიცი ასე სუსტად რატომ ითამაშეს იევენტუსის ფეხბურთელებმა, არ იგრძნობოდა შემართება და მონდომება, თორემ აიაქსის გუნდი ასე მარტივად ვერ გავიდოდა. რონალდოს წარმატებას ვუსურვებ.
გია1
16:38 18-04-2019
1
რონალდო თუ სადმე წავა კიდევ, ვფიქრობ ეს მანჩესტერია, ყველაზე მეტად დღეს სადაც ამ ადამიანს აფასებენ :)) თან ვარსკვლავი სადაც გაკაშკაშდა სჯობს იქვე ჩაქრეს და კარიერის დამთავრებამდე კიდევ ერთხელ მოირგოს წითელი მაისური
T.k (Barca)
02:17 19-04-2019
0

სიახლეები პოპულარული