მასიმილიანო ალეგრი: "იუვენტუსმა" ტურნირთა ნახევარი მოიგო

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა მოპოვებულ ჩემპიონობასთან დაკავშირებით.

"ძალიან ბედნიერი ვარ, მივაღწიეთ მნიშვნელოვან მიზანს და მოვიგეთ იმ ტურნირების ნახევარი, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით.
უნდა გვიხაროდეს იტალიის ჩემპიონობა, რადგან ეს ადვილი არ ყოფილა. ჩვენ მოვიპოვეთ ტიტული ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე, ეს მეტყველებს, თუ რამდენად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა "იუვენტუსს".

ჩვენ უამრავი პრობლემა გვქონდა სეზონის განმავლობაში, მაგალითად ტრავმები, ზოგჯერ 14 ფეხბურთელითაც კი ჩამიტარებია ვარჯიშები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგეთ"- გადმოსცემს იტალიელის სიტყვებს DAZN.

"იუვენტუსმა" ჩემპიონობა "ფიორენტინასთან" მოგებულ მატჩში(2:1) გაიფორმა და
სკუდეტო 35-ედ დაისაკუთრა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული