"მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავიდა, კაპიტნის გაყიდვა მოუწევს

AutoSharing Option
"მილანმა" შესაძოა გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლი სეზონის დასრულების შემდეგ გაყიდოს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Tuttosport ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "როსონერის" არ სურს 24 წლის მცველის გაშვება, მაგრამ ამის გაკეთება მოუწევთ თუ ჩემპიონატში ოთხეულში ვერ მოხვდებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩებიან.

ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა გარკვეულ პრემიალურებს ითვალისწინებს. "მილანს" კი ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ამიტომ რომანიოლის გაყიდვა შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი გახდეს, რომ უეფასგან სანქციები აირიდოს თავიდან.

"მილანი" რომანიოლის, რომელიც "რომასგან" 2015 წელს 25 მლნ ევროდ შეიძინეს, 70-80 მლნ ევროდ აფასებს.

სერია
A-ს დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, "მილანი" კი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, თუმცა მისი მდევრები საკმაოდ ახლოს არიან. "ატალანტა" "როსონერის" 1 ქულით ჩამორჩება, რომ 2-ით, "ტორინო" 3-ით, ხოლო "ლაციოს" 4-ით.

2018/19 წლების სეზონში რომანიოლიმ "მილანში" 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა. იტალიელის კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული