რონალდომ საკლუბო დონეზე მე-600 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 აპრილს, სერია A-ს 34-ე ტურში "ინტერისა" და "იუვენტუსის" მატჩი 1:1 დასრულდა.

"იუვე" გასულ ტურში გახდა ჩემპიონი და მიუხედავად უმოტივაციოდ ყოფნისა, ნერიაძურის ქულები აართვა.

ამ შეხვედრაში ღირსშესანიშნავი ფაქტი მოხდა - სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა რონალდომ საკლუბო კარიერაში მე-600 გოლი გაიტანა: 5 "სპორტინგში", 118 "მანჩესტერში", 450 "რეალში" და 27 "იუვენტუსში".

რონალდოს 20+ გოლი ზედიზედ 10 სეზონში გააქვს.

ბიანკონერი მეორეადგილოსან "ნაპოლის" 21 ქულით უსწრებს, ხოლო "ინტერი" 62 ქულით მესამე ადგილზეა.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (7), 1:1 რონალდო (62)
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი რა უნდა გაკეთოს ფეხბურთელმა ამდენი გოლი ამდენი ტიტული. 700 გოლამდე ავა
გოგა
15:10 28-04-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული