28 აპრილს, სერია A-ს 34-ე ტურში "მილანი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ტორინოსთან".
ჯენარო გატუზოს გუნდმა ხუთმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ 7 შეხვედრიდან 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.
"მილანი" 56 ქულით მე-7 ადგილზეა და 6 მაისს "ბოლონიას" უმასპინძლებს.
ტურინი. "ოლიმპიკო გრანდე"
ტორინო - მილანი 2:0
გოლები: 1:0 ბელოტი (58, პენ), 2:0 ბერენგერი (69)
გაძევება: რომანიოლი (81)
ტორინო: სირიგუ, ნკულუ, იცო, მორეტი, დე სილვესტრი, ლუკიჩი, რინკონი (აიანა 87), ანსალდი, ბერენგერი (პარიჯინი 73, ბრემერი 90+5), ბელოტი, მეიტე
მილანი: დონარუმა, კონტი (კასტილეხო 71), მუსაკო, რომანიოლი, როდრიგესი,
კესიე, ბაკაიოკო, პაკეტა (პიონტეკი 62), სუსო (ბორინი 62), კუტრონე, ჩალჰანოღლუ