კრიშტიანო რონალდო: დგება დრო როცა ამბობ - "თუ შეიძლება, თავი დამანებეთ"

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ El Pais-თან საუბარში განაცხადა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის, როგორც საზოგადოებიდან, ისე ოჯახიდანაც.

"ძალიან შემაწუხებელი და დამღლელია ვალდებულება დაუმტკიცო ვინმეს რამე. შეიქმნა ისეთი განცდა, რომ შენ ვალდებული ხარ ყოველ წელს დაამტკიცო, რომ ძალიან კარგი ხარ. ეს კი, საკმაოდ რთულია.

დამატებით ზეწოლას წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარ თავისთვის, არამედ შენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის დამტკიცების ვალდებულება. ეს ეხებათ ახლობელ ადამიანებს - ოჯახს, დედას, ჩემს ვაჟს... "კრიშ, ხვალ უნდა მოიგო"- ეს ფრაზა უფრო აქტიურს მხდის. ეს მაძლევს განცდას, რომ
ყოველთვის უნდა ვივარჯიშო. თუმდა დგება დრო, როცა შენ ამბობ: "თუ შეიძლება, თავი დამანებეთ"- უთხრა ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა El Pais-ს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული