მარადონა ჩააჩოჩეს - "ნაპოლიმ" "კალიარისთან" გამარჯვება 90+8-ე წუთზე მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, სერია A-ს 35-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "კალიარის" 2:1 სძლია.

"ნაპოლი" 73 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ინტერს" 10 ქულით უსწრებს და 12 მაისს სტუმრად "სპალს" შეხვდება.

დრის მერტენსმა "ნაპოლიში" ჩემპიონატზე 82-ე გოლი გაიტანა, დიეგო მარადონას გაასწრო და კლუბის ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა.

გამარჯვების გოლის ავტორმა ლორენცო ინსინიემ განაცხადა, რომ კონფლიქტი მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ამოწურულია და კონტრაქტს გააგრძელებს.

ნეაპოლი. "სან პაოლო". 15 000 მაყურებელი
ნაპოლი - კალიარი 2:1
გოლები: 0:1 პავოლეტი (63), 1:1 მერტენსი (85), 2:1 ინსინიე (90+8, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული