Tuttosport-ის ინფორმაციით ანტონიო კონტე მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახდება.
გამოცემის მიხედვით, 49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა მილანურ კლუბთან პირადი 3 წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. მხარეებმა პირველ ტრანსფერზეც მოილაპარაკეს. კლუბი ვალდებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი -ბელგიელი რომელუ ლუკაკუ შეიძინოს.
ანტონიო კონტეს უკანასკნელი გუნდი ლონდონის "ჩელსი" იყო. ის კლუბში 2016 წელს მივიდა და იმავე წელს მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, თუმცა 1 სეზონის მერე გაათავისუფლეს. იტალიელს ლუკაკუს შეძენა მაშინაც უნდოდა, როცა "ჩელსის" ედგა სათავეში, თუმცა ჯერ კიდევ "ევერტონის" ფეხბურთელმა ლუკაკუმ არჩევანი "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ გააკეთა.