"მილანმა" "ფიორენტინას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
11 მაისს, სერია A-ს 36-ე ტურში "მილანმა" გასვლაზე 1:0 სძლია "ფიორენტინას".

როსონერის მწვრთნელი გატუზო კოფლიქტის შემდეგ ნახევარმცველ ბაკაიოკოს შეურიგდა და ძირითად შემადგენლობაში დააყენა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, დიდი ძალებით შეუტიეს და 35-ე წუთზე ჩალჰანოღლუმ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში უკვე მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე დონარუმა. "ფიორენტინას" უკვე 14 მატჩია არ მოუგია და 40 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

"მილანი" კი 62 ქულით მე-5 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს და 19 მაისს "ფროსინონეს" უმასპინძლებს.

ფლორენცია.
"არტემიო ფრანკი". 33 250 მაყურებელი
ფიორენტინა - მილანი 0:1
გოლი: ჩალჰანოღლუ (35)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული