შვილიშვილის "ნაპოლის" შემადგენლობაში დებიუტის აღნიშვნას ბებია ემსხვერპლა

AutoSharing Option
კვირას, 12 მაისს "ნაპოლის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 19 წლის ჯანლუკა გაეტანოს. "ნაპოლის" აღზრდილი თინეიჯერი სპალ-ის წინააღმდეგ მოედანზე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შევიდა.

თამაშის შემდეგ გაეტანოს ოჯახის წევრები, ბებია კარმელას ჩათვლით, ეზოში გამოვიდნენ ჯანლუკას წარმატების აღსანიშნავად. ახლობლებმა ფეიერვერკები ისროლეს, რომელთა ხმაც რამდენიმე მეზობელს არ მოეწონა. მათ კარმელასთან სიტყვიერი დავა დაიწყეს და მალე პოლიციას გამოუძახეს. ამ დროს კი, გაეტანოს ბებიას გულის შეტევა დაემართა და სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლამდე გარდაიცვალა.

Sportall.Ge

ჯანლუკამ ბებიას ემოციური პოსტი მიუძღვნა "ინსტაგრამზე":

"შენ ნახე ჩემი დებიუტი, მე კი ვერ
გიხილე შენი სიცოცხლის ბოლო წუთებში. მადლობა მინდა გადაგიხადო ყველაფრისთვის, ყველა დაბადების დღისა და შობის ვახშმისთვის.

მადლობა ყველა ამ წლისთვის და მაპატიე, რომ შენი სიცოცხლის ბოლოს ვერ გნახე, ძლიერად ვერ ჩაგიკარი გულში. ძალიან მიყვარხარ, ბებია. მშვიდად განისვენე, შენ მუდამ იქნები ჩემს გულში."


წლევანდელ სეზონში გაეტანომ "ნაპოლის" ახალგაზრდულ გუნდში 33 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. კარგი თამაშით დაიმსახურა ძირითად გუნდში დებიუტიც, თუმცა ეს სასიხარულო ამბავი ტრაგედიად ექცა.


მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სერია A
#
გუნდი
36
23
7
6
36
76
36
19
9
8
26
66
36
19
8
9
29
65
36
17
11
8
17
62
36
17
11
8
16
62
36
15
15
6
16
60
36
17
7
12
12
58
36
9
15
12
-5
42
36
11
9
16
-10
42
36
10
10
16
-9
40
36
10
10
16
-17
40
15
პარმა
36
9
11
16
-20
38
36
9
10
17
-16
37
36
8
12
16
-18
36
18
ემპოლი
36
9
8
19
-21
35
19
ფროზინონე
35
5
9
22
-38
24
36
2
12
22
-50
15