tuttomercatoweb: ანტონიო კონტე მილანშია და კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არის

AutoSharing Option
ანტონიო კონტე უკვე მილანშია და "ინტერთან" კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა - ამის შესახებ tuttomercatoweb.com-ი იუწყება.

გამოცემის მტკიცებით, ხელშეკრულებას ხელი დღეს, 29 მაისს მოეწერება და ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

კონტე "ინტერში" ანაზღაურების სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ბონუსებით 12 მილიონამდე გაიზრდება - ეს იმდენივეა, რამდენსაც იტალიელი სპეციალისტი "ჩელსიში" მუშაობისას იღებდა.

მილანურმა კლუბმა სერია A-ს 2018-19 წლების სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული