ოფიციალურად: ხოჭოლავას მწვრთნელი "რომას" თავკაცად დაინიშნა

AutoSharing Option
"რომამ" გუნდის მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკას დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ჯალოროსისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ხელშეკრულებაში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობაც არის ჩადებული.

გამომდინარე აქედან, ფონსეკამ კლაუდიო რანიერი შეცვალა.

აქამდე ფონსეკა დონეცკის "შახტარს" წვრთნიდა, სადაც ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა თამაშობს.

ფონსეკამ "შახტარი" 2016 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოჭოლავას ახლა მოუწევს საკუთარ თავს გადაახტეს რომ ახალ მწვრთნელს მოაწონოს თავი და სასტავიდან არ ამოვარდეს,
roma
14:11 11-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული