ასე ამხნევებს დისკვალიფიცირებული ფონსეკა მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს მატჩამდე - "ლიონის" გვერდმა ვიდეო გაავრცელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ლე ავრს" 4:2 სძლია. ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა.

ჩვენებურმა ჯერ შედეგიანი გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი მეტოქის კარი თავადაც აიღო და "ოლიმპიკის" გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახლდათ.

მოგეხსენებათ, მსაჯთან ინციდენტის გამო, "ლიონის" მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკას 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მაქ არ აქვს უფლება გასახდელში შევიდეს და ფეხბურთელები დაარიგოს.

ამიტომ ის თავის მოთამაშეებს სტადიონზე შესვლამდე შეხვდა, ყველას თბილად მიესალმა და დარიგებები მისცა.

ფონსეკა სათადარიგოთა სკამიდან კლუბს ნოემბრამდე ვერ დამოძღვრავს, თუმცა "ლიონი" მის დათხოვნას არ აპირებს.

altრა უნდა მიქაუტაძეს სკამზე? - ქართველმა "ლიონს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა გააგდებდნენ, ახალი მწვრთნელი ეგრევე ჩასვამდა ჟორჟს ძირითადში. რაც ლაკაზეტმა ჯერ მარტო წუხელ მომენტები გააფუჭა, ჟორჟს მთელ კარიერაში არ ექნება გაფუჭებული. კარგი მწვრთნელი რომ ყოფილიყო, იტალიიდან არ გამოაგდებდნენ.
გიგო პაპა
15:56 17-03-2025
1
დიდი ჩვალინჩიზმია -მაზგაჩობასთან ერთად! დატეულიყო ადგილზე და იქნებოდა მოედანზე ეს ხრენი
კუ კობსონი
15:21 17-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული