კრიშტიანო რონალდოს კეტრინ მაიორგას გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს კეტრინ მაიორგას გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს.

ამასთან დაკავშირებით აშშ-ის შტატ ნევადის ოლქის პოლიციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს და რონალდოს ამერიკელი კეტრინ მაიორგას გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა.

გასული წლის შემოდგომაზე მოდელმა მაიორგამ განაცხადა, რომ რონალდომ 2009 წლის ივნისში ლას-ვეგასში გააუპატიურა.

2010 წელს მაიორგამ ფეხბურთელის იურისტებთან არგახმაურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა და დუმილისთვის 375 ათასი დოლარი მიიღო.

2018 წელს მაიორგამ ყველაფერი გაასაჯაროვა და პოლიციამ საქმე განაახლა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ დემოკრატიაა ამერიკაში,მაშინ ეგ ქალი უნდა დააპატიმრონ,ყაჩაღობის მცდელობის ბრალდებით.ხომ აშკარაა,რომ თუ გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია,მაშინ ადგილი ჰქონდა რონალდოსათცის ფულის ახევის მცდელობას.
სოსო
14:39 23-07-2019
0
ძალიანაც კარგია.მოეხსნება ეს პრობლემა და პოზიტიური განწყობით შეხვდება სეზონს.სასამართლომ ფეხბურთი გადაარჩინა....
კარგით რა
13:25 23-07-2019
0

სიახლეები პოპულარული