"მილანის" პრეზიდენტი: ჩვენ მსოფლიო გიგანტი ვართ, "იუვენტუსი" - იტალიური

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტმა პაოლო სკალონიმ თავისი კლუბი "იუვენტუსს" შეადარა.

"არა მგონია, ამ გუნდების შედარებას აზრი ჰქონდეს.

"მილანი" მსოფლიო გიგანტია, რადგან ჩემპიონთა ლიგა შვიდჯერ მოიგო. "იუვენტუსი" იტალიური გიგანტია, ვინაიდან სკუდეტო ზედიზედ რვაჯერ მოიპოვა.

მათ ამას ვულოცავ, მაგრამ როდესაც ფანებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, როგორ მივაწოდოთ კლუბის იმიჯი მთელს მსოფლიოს.

თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ, ფანები ინდონეზიაში, ტაილანდსა და ბრაზილიაში თქვენს ატრიბუტიკას არ შეიძენენ", - განუცხადა სკარონიმ A Bola-ს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ატრაკებს და უხარიაო ამ კაცზეა ნათქვამი
kirkita goreli
11:33 24-08-2019
4
კი ბატონო ეგ ყველაფერი მართალია, მარა ეგ წინა მეპატრონეების დამსახურეება და თქვენ რას იზმთ ეგაა საქმე, მარტო ძველი წარმატებებით ტრაბახით შორს ვერ წახვალთ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული