ანტონიო კონტე: შეგვიძლია ვიზეიმოთ, მაგრამ 00:01 საათიდან უკვე "კალიარისთან" მატჩზე უნდა ვიფიქროთ

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ლეჩესთან" (4:0) სერია A-ს პირველი ტურის მატჩზე ისაუბრა.

- კარგად დავიწყეთ და იმ იდეას ვეცით პატივი, რომლის ხილვა მე მსურდა გუნდისგან.

ამის მიუხედავად, გარკვეული პერიოდი, რომელიც 2:0-ის შემდეგ გამოგვივიდა და ბიჭებს ამის შესახებ ვუთხარი, მინდოდა, რომ თამაშში დავბრუნებულიყავით და ყურადღება არ გაგვეფანტა, თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

საერთო ჯამში, ეს კარგი გამოსვლა და შესანიშნავი შედეგი იყო, რადგან "ლეჩე" კარგი გუნდია და ასეთ შეხვედრებში არსებობს რისკი, ფეხი დაგიცდეს.

ლუკაკუმ "ინტერის" სამყაროში საუკეთესოდ შემოაბიჯა. ის კეთილი
გიგანტია, რომელსაც სახეზე მუდამ ღიმილი აქვს. ის მზადაა, გუნდზე იმუშაოს და თანაგუნდელებს დაეხმაროს.

მინდა აღვნიშნო, რომ ასევე კარგად ითამაშა ლაუტარო ამრტინესმა. დღეს ყველა შექებას იმსახურებს.

ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო, ამიტომ შეგვიძლია ვიზეიმოთ, მაგრამ 00:01 საათიდან უკვე "კალიარისთან" მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

- იქნება თუ არა ეს ნაპერწკალი, რომლის შემდეგ "ინტერი" მთელი სეზონის განმავლობაში კარგად იასპარეზებს?
- ნაპერწკალი არ უნდა ვიყოთ, დინამიტი უნდა გავხდეთ. ამიტომ, მოდით, წავუკიდოთ და უფრო ნაყოფიერად ვიმუშაოთ", - თქვა კონტემ DAZN-თან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტერ ამალა!!!
ვახო...
21:39 27-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული