ფერნანდო ლორენტე "ნაპოლიში" გადავიდა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე "ნაპოლიში" გადავიდა.

34 წლის ესპანელმა კონტრაქტი "ნაპოლისთან" გააფორმა. ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლორენტე "ნაპოლიში" ორი წელი ითამაშებდა და წელიწადში ხელფასის სახით 2.5 მლნ ევროს მიიღებდა.

"დღეს "ტოტენჰემს" ვემშვიდობები ორი შესანიშნავი სეზონის შემდეგ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ ფორმის ტარება.

სადაც უნდა ვიყო, "ტოტენჰემი" და მისი ფანები ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან. მინდა მიმდინარე სეზონსა და მომავალში ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ! მადლობა", - დაწერა ლორენტემ "ტვიტერში".

მომზადებულია sscnapoli.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული