14 სექტემბერს, სერია A-ს მესამე ტურში "ინტერმა" სახლში 1:0 სძლია "უდინეზეს".
"ნერიაძურიმ" ჩემპიონატის სტარტზე სამივე შეხვედრა მოიგო, ერთპიროვნული ლიდერია და 21 სექტემბერს "მილანს" დაუპირისპირდება.
"ინტერის" მწვრთნელმა კონტემ ნამატჩევს აღნიშნა, რომ ბევრი მომენტები გაანიავეს, პირველივე ტაიმში უნდა მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე, შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვთ და თავჩაუხრელად მუშაობა მართებთ.
მილანი. "სან სირო". 57 991 მაყურებელი
ინტერი - უდინეზე 1:0
გოლი: სენსი (44)
გაძევება: დე პაული (35, უდინეზე)