"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, - ამ ინფორმაციას "ბებერი ქალბატონის" საიტი ავრცელებს.
მან კუნთის ტრავმის გამო სერია A-ს მეხუთე ტურის მატჩი "ბრეშიასთან" (2:1) გამოტოვა.
28 სექტემბერს, იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, "იუვე" სპალ-ს შეხვდება და პორტუგალიელი, სავარაუდოდ, ითამაშებს.
მან მიმდინარე პირველობის 4 მატჩში 2 გოლი (1 პენალტით) გაიტანა.
"იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე გაიმარჯვა - ბალოტელი "ბრეშიას" ვერაფრით შეეწია [VIDEO]
"იუვენტუსმა" "ვერონა" რონალდოს გოლით და საგოლე პასით დაამარცხა [VIDEO]