"ინტერმა" რეკორდული შემოსავალი მიიღო, მაგრამ მაინც წაგებაში დარჩა

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" კლუბის ისტორიაში რეკორდული შემოსავლის მიღების შესახებ გამოაცხადა.

კლუბის გასული სეზონის შემოსავალმა 415 მლნ ევრო შეადგინა, რაც იმის წინა სეზონთან შედარებით 20%-ით მეტია.

Suning Group-ის მფლობელები ფიქრობენ, რომ უფრო მეტად უნდა იმუშაონ შემოსავლების გაზრდაზე და კლუბის ხარჯები შეამცირონ, რათა ფინანსური ფეარ-პლეისგან უფრო თავისუფლები გახდნენ.

რეკორდული შემოსავლის მიღება იმით არის განპირობებული, რომ "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაში შეძლო გასვლა.

შემოსავალი 346-დან 415 მლნ ევრომდე გაიზარდა. ამის მიუხედავად, "ინტერი" მაინც წაგებაში დარჩა და 17 მლნ ევრო შეადგინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული