მილანის "ინტერმა" კლუბის ისტორიაში რეკორდული შემოსავლის მიღების შესახებ გამოაცხადა.
კლუბის გასული სეზონის შემოსავალმა 415 მლნ ევრო შეადგინა, რაც იმის წინა სეზონთან შედარებით 20%-ით მეტია.
Suning Group-ის მფლობელები ფიქრობენ, რომ უფრო მეტად უნდა იმუშაონ შემოსავლების გაზრდაზე და კლუბის ხარჯები შეამცირონ, რათა ფინანსური ფეარ-პლეისგან უფრო თავისუფლები გახდნენ.
რეკორდული შემოსავლის მიღება იმით არის განპირობებული, რომ "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაში შეძლო გასვლა.
შემოსავალი 346-დან 415 მლნ ევრომდე გაიზარდა. ამის მიუხედავად, "ინტერი" მაინც წაგებაში დარჩა და 17 მლნ ევრო შეადგინა.