29 სექტემბერს, სერია A-ს მე-6 ტურში "მილანი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "ფიორენტინასთან".
"როსონერიმ" ჩემპიონატის 6 სასტარტო მატჩიდან 4 წააგო, რაც უკანასკნელად 1938 წელს მოხდა.
სტუმრებმა დაჯაბნეს მასპინძლები და კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ კიეზას პენალტი დონარუმამ აუღო.
"მილანი" 6 ქულით მე-16 ადგილზეა და 5 ოქტომბერს იმ "ჯენოას" შეხვდება გენუაში, რომელსაც შესაძლოა, აურელიო ანდრეაცოლის ნაცვლად ჯენარო გატუზო ჩაუდგეს სათავეში.
შეგახსენებთ, გატუზო "მილანის" მწვრთნელობიდან ამა წლის 28 მაისს გადააყენეს და ახლა მის მემკვიდრე მარკო ჯამპაოლოსაც უთუოდ მოხსნიან.
მილანი. "სან სირო". 48 367 მაყურებელი
მილანი - ფიორენტინა 1:3
გოლები: 0:1 პულგარი (14, პენ), 0:2 კასტორვილი (66), 0:3 რიბერი (78), 1:3 ლეაუ (80)
გამოუყენებელი პენალტი: კიეზა (70)
გაძევება: მუსაკიო (55, მილანი)
სირცხვილია მილანი რა დღეშია, რა ფეხბურთელები ყავს. მაგათ როგორ უნდა ეცვათ მილანის მაისური....