"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ჯენარო გატუზომ "ჯენოას" ჩაბარება არ ისურვა.
"ჯენოას" ამჟამინდელ მწვრთნელ აურელიო ანდრეაცოლის მოხსნიან, თუ სერია A-ს მორიგ ტურში "მილანთან" დამარცხდებიან.
გენუური კლუბი ანდრეაცოლის შემცვლელად ტიაგო მოტას კანდიდატურას განიხილავს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატუზოს მოსკოვში ყოფნისას "სპარტაკმა" კარგი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა.