76 წლის ასაკში გარდაიცვალა "სასუოლოს" მფლობელი ჯორჯო სკუინცი.
სკუინცი კომპანია Mapei-ს მფლობელი იყო. "სასუოლო" 2002 წელს შეიძინა, როდესაც ეს გუნდი სერია C2-ში გამოდიოდა, შემდეგ კი სერია A-ში აღზევდა და ევროპა ლიგაზეც იასპარეზა.
იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის ყველა მატჩი სკუინცის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილით დაიწყება, ხოლო "სასუოლოსა" და "ბრეშიას" შეხვედრა 4 ოქტომბრის ნაცვლად 18 ოქტომბერს ჩატარდება.