ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მილანის "ინტერთან" გასამართი მატჩის წინ ტურინის მთავარ ტაძარში თავის საცოლე ჟორჟინიასთან ერთად იმყოფებოდა.
მართალია, წყვილს საჯაროდ გამოჩენა არ სურდა, თუმცა იტალიელი პაპარაცების ობიექტივს მაინც ვერ გაექცა.
კრიშტიანო რონალდოს გუნდმა გუშინ, 6 ოქტომბერს, მილანის "ინტერს" გასვლაზე მოუგო - 2:1. მართალია, რონალდოს გოლი არ გაუტანია, თუმცა მისი გუნდი სერია A-ს სათავეში ჩაუდგა.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით