"პალერმომ" ოფიციალურად არსებობა შეწყვიტა

AutoSharing Option
პალერმოს სასამართლომ 1987 წელს დაარსებული ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის გაკოტრება ოფიციალურად დააფიქსირა, - იტყობინება იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი.

ანდრეა ძამპარინიმ, "პალერმოს" ყოფილი მფლობელის, მაურიციო ძამპარინის ვაჟმა, 10 მილიონი ევროს გადახდის შეთავაზება გააკეთა, მაგრამ ეს თანხა ვალების გადასახდელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სასამართლომ "პალერმოს" ლიკვიდაციის თაობაზე პროკურორების მოთხოვნა მიიღო.

"პალერმო" 1900 წელს დაარსდა. 1987 წელს ის კლუბის მეოთხე იტერაცია (განმეორება) გახდა. ზუსტად ის გახდა ისტორიაში ყველაზე წარმატებული შედეგების მომტანი: სამჯერ სერია A-ში მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო 2011-ში თასის ფინალში გავიდა. მისი მფლობელი
მაურიციო ძამპარინი იმით იყო განთქმული, რომ მწვრთნელებს ხშირად უშვებდა თანამდებობიდან.

2018/19 წლების სეზონი "პალერმომ" სერია B-ში დაასრულა, თუმცა ფინანსური დარღვევების გამო ლიგიდან გარიცხეს. ზაფხულში კი კიდევ ერთი ახალი გუნდი "პალერმო" შეიქმნა, რომელმაც სერია D-ში დაიწყო ასპარეზობა.

შეგახსენებთ, რომ 2008-დან 2010 წლამდე "პალერმოს" ღირსებას ლევან მჭედლიძე იცავდა, რომელმაც ამ პერიოდში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ეს გოლი მან ტურინის "იუვენტუსის" კარში ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული